კობახიძე ამტკიცებს, რომ ოკუპანტმა მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა

ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა:
“საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში. მთელი პიარ კამპანიით დადგეს საგუშაგო პუნქტი და ამას მოჰყვა ჩვენი მილიონი კვადრატული მეტრის მიტაცება. მაშინ, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიას საერთოდ არ აუტაცებია ეს თემა. ჩვენს ხელისუფლებას რომ დაემართოს ასეთი რამ, რომ გადავდგათ უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯი და ამის გამო დავკარგოთ მილიონი კვადრატული მეტრი, რამხელა ამბავს ატეხდა მთელი ოპოზიციური მედია. არავის ხმა არ ამოუღია. იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი. გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ აწიეს ეს თემა. არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია. იმიტომ, რომ მათ ჰყავდათ ერთი პატრონი. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“,
კობახიძე არ ამბობს, თუ მართლაც მიტაცებულია, როდის შეიტყო ამის შესახებ და მისი გამოხსნის რა გეგმა არსებობს, როდიდან, გეგმის რა ნაწილი შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე