ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე ამბობს, რომ ძველი შენობების რეალიზაციით შესაძლებელია აშენდეს ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა

კობახიძე ამბობს, რომ ძველი შენობების რეალიზაციით შესაძლებელია აშენდეს ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა

მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადათამაშებით შეიძლება, რეალურად გავიდეთ საკმაოდ დაბალ ხარჯზე, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრობს და ამბოსბ, რომ ზოგიერთი ძველი შენობების რეალიზაციით შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა.
„თბილისში არის საინტერესო ადგილმდებარეობებზე არაერთი შენობა, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხსაც, რომ ამ შენობების რეალიზაციის სანაცვლოდ, ავაშენოთ სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. არ შევეხებით ისეთ შენობებს, რომლებიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, რაც ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილია. არ შევეხებით მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მეორე კორპუსს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ასეთ შენობებს, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.