ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე ამბობს, რომ სუსი „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა

კობახიძე ამბობს, რომ სუსი „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს სუსს მადლობა გადაუხადა.
„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს. იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა, მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფხიზლად არიან“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 16 ოქტომბერს, სუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „პროვოკაციის მთავარ მიზნად” ასახელებს „საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნას და აგორებას” და ქვეყანაში „დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის”.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.