ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე ამბობს, რომ სახდეპთან რევოლუციის ორი მცდელობისთვის იმედგაცრუება გამოხატა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს იმ რევოლუციური სცენარების შესახებ ესაუბრა, რომლებიც თითქოსდა აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ იყო მხარდაჭერილი. გარდა ამისა, კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების რიტორიკას ცრუს უწოდებს.
თავისი ტვიტის ბოლოს კი კობახიძე წერს, რომ "არ გამოუთქვამს" თავისი შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტური პროტესტის დაშლის გამო.
"ვესაუბრე სახელმწიფო მდივნის მრჩეველს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში რევოლუციის ორი მცდელობის გამო, აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ მხარდაჭერილი და გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს მცდელობები წარმატებით რომ დასრულებულიყო, საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გაიხსნებოდა.
ბატონ შოლესთან არ გამომითქვამს ჩემი შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გამო", - წერია პრემიერის ტვიტში.
რუსული კანონის მეორედ ინიციირების შემდეგ აშშ ქართულ ოცნებას აფრთხილებს იმ უარყოფით შედეგების შესახებ, რომელიც მის მიღებას მოჰყვება. თუმცა ქართული ოცნება არც აშშ-ის და არც სხვა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს არ უსმენს. თვითონ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კი დიპლომატებთან საჯარო დებატებს მოითხოვს.
ირაკლი კობახიზემ X-ზე თავისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ კრიტიკული განცხადებების შემდეგ გაავრცელა, რომელიც პარლამენტში რუსული კანონის განხილვას მოჰყვა.
გუშინ დერეკ შოლემ განაცხადა, საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით პრემიერმინიტრს ირაკლი კობახიძეს საკუთარი შეშფოთება "განუმარტეს".
2 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა უარი თქვეს შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განცხადება გაავრცელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის მოქმედება იმით გაამართლა, რომ პრემიერი მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს "არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.