ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე ადასტურებს, რომ ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.
"პარტიის წესდებაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები. პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება. პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდამტეხის შემოქმედი, ბიძინა ივანიშვილი," - თქვა კობახიძემ.

ასევე ნახეთ:

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.