ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე აბაშიძეზე: მხოლოდ ნაციონალმა შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული

ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რისი მომსწრეც ვართ. რაც შემიძლია გითხრათ, ერთი, რომ მხოლოდ ნაციონალმა შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული. ამ მასშტაბის გარყვნილება არის უბრალოდ წარმოუდგენელი. არის საუბარი ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ არის კავშირში გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან.
თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტს დისკს, რომელზეც იყო ადამიანების პირადი ცხოვრება ასახული.
მე რა ინფორმაციაც მაქვს, არის ინ რაოდენობის ვიდეოჩანაწერებზე საუბარი, ამის ფალსიფიცირებაზე ვერც იქნება საუბარი. აქ არის წარმოუდგენელი მასშტაბის გარყვნილებაზე, რაც არის სახეზე. [...] გარყვნილება და ნაცმოძრაობა რომ არის იდენტური ცნებები, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.