ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძემ სანქცირებული გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ სანქცირებული გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან სანქცირებული ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ შესაბამის ბრძანებას დღეს ხელი მოაწერა.
"საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი", - წერია განცხადებაში.
***
19 დეკემბრის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები უწესდებათ: შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.