საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს – შესაბამის ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ბრძანების თანახმად ტურავა თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან გათავისუფლდა, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის 24-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, რომელიც შემდეგი შინაარისაა: “მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერმინისტრი”.
ტურავა პოსტზე 2025 წლის 29 აპრილს დაინიშნა. მას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, რომელსაც 2020 წლიდან იკავებდა, 2025 წლის 30 მარტს ამოიწურა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ 5 წლის ვადით რევაზ ნადარაია აირჩიეს.
ცნობისთვის, 15 აპრილს ლიტვამ ივანიშვილის რეჟიმის 102 სანქცირებული წარმომადგენლის გვარი გაასაჯაროვა, რომელთა შორის არის მერაბ ტურავაც.
კობახიძემ საკონსტიტუციოს ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა