არქივი12 ნოემბერი, 2025, 13:09
კობახიძემ ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამის ბრძანებას კობახიძემ ხელი 11 ნოემბერს მოაწერა.
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ 2024 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.