არქივი4 აპრილი, 2024, 11:38
კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
"საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებიდან"- წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.