კობახიძემ გამოსცა სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის განკარგულება

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის განკარგულება. განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

განკარგულება, რომელიც 21 ოქტომბერს გამოიცა, 2026 წლის 1 იანვარს შედის ძალაში.

„ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო“, – წერია განკარგულებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია უნდა გადაეცეს სამინისტროს.

კობახიძემ ამავე განკარგულებით განათლების სამინისტროს დაავალა, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბამდე „უზრუნველყოფს ლიკვიდაციისთვის საჭირო პროცედურებსა და ღონისძიებებს“.

  • „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ 2014 წელს დაარსდა.
  • ცენტრის ვებსაიტის თანახმად, მისი მთავარი მიზანია „სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებას და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებას“.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე