კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მინისტრმა 25 სექტემბერს, გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართა და გააცნო საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, მედეგობის და სხვა არაერთი მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ევროპისა და აზიის ტრანზიტული დერეფნისთვის ისევე როგორც ქვეყნის როლი შუა აზიაში და ფართო ევრაზიულ კონტექსტში.
ნახსენები იყო ომი უკრაინაში და ფაქტი, რომ საქართველო უკრაინას ომის პერიოდში უწყვეტ ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მტკიცე და ურყევი რჩება.
სამხრეთ კავკასიის შესახებ პრემიერმა ილაპარაკა, რომ მისი ქვეყანა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიᲡ პირობებში რეგიონის ტრანსფორმაციას ჩაუდგა სათავეში, რათა კონფლიქტური რეგიონი შესაძლებლობებიᲡ რეგიონად გარდაქმნილიყო.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს 20%-ის უკანონო ოკუპაციის ფაქტის მიუხედავად – თუმცა რუსეთი არ უხსენებია – ქვეყანა ვითარდება და ცდილობს მომავალმა თაობებმა ღირსეულ, უკეთეს და ძლიერ საქართველოში იცხოვᲠონ. მან თქვა, რომ ოკუპაციის ხაზის ამ მხარეს, აფხაზ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ერთად ძლიერ და გაერთიანებულ სახელმწიფოში თანაცხოვრება და დანგრეული ხიდების აღდგენა სურთ.
პრემიერ კობახიძის გაეროში გამოსვლას თბილისში, Პოლიტიკურ პარტიებს შორის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ასევე ურყოფითი გამოხმაურება ჰქონდათ ცხინვალის და სოხუმის ოფიციალურ წრეებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება