ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მათ ოფისს თავს დაესხნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მათ ოფისს თავს დაესხნენ

ზუგდიდში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” შტაბს და შტაბში მყოფ კოალიციის წევრებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელმა თემურ ბასილაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.
“ქართული ოცნების” ტიტუშკები მოვიდნენ ცოტა ხნის წინ. ისინი ჩვენთან პირველად, დაახლოებით საათ ნახევრის წინ მოვიდნენ, ამის შემდეგ მეორედაც. არ ვიცი, რა იყო მათი მოსვლის მიზეზი. იგინებოდნენ, უშვერი სიტყვებით საუბრობდნენ, მოდიოდნენ პროვოკაციაზე და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ჩვენს ოფისში ვიყავით და ჭიშკრის გარეთაც არ გავსულვართ, ვუყურებდით ტელევიზორს და მოვარდნენ ამ დროს,” - განაცხადა თემურ ბასილაიამ.
კოალიციის კიდევ ერთი წევრის, სალომე მელიას თქმით, პირები, რომლებიც მათ შტაბთან მივიდნენ, გაურკვეველ ნივთებს ისროდნენ, სამართალდამცველები კი, ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.