„კოალიცია ცვლილებისთვის“ „ანტიქართულმა რეჟიმმა, რომელიც თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებს, გადაწყვიტა დაგვაკარგვინოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან – 13 სექტემბერს გელოდებით, ბრძოლა ბოლომდე, გავიმარჯვებთ

13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გელოდებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ვიქნებით. ბრძოლა ბოლომდე, აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ ბრიფინგზე პარტიის სახელით განაცხადა.
თენგო თევზაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა დააკარგვინოს.
„ანტიქართულმა რეჟიმმა, რომელიც თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებს, გადაწყვიტა დაგვაკარგვინოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ჩვენ, რომლებიც არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან, არ გავურიგდით რეჟიმს, ვართ წინააღმდეგობაში და გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ჩამოვშალოთ რეჟიმი, ვიკრიბებით 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
უვიზო მიმოსვლა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ხელმისაწვდომი განათლება, ჯანდაცვა, ეს არის ბედნიერი ქართული ოჯახი. ევროკავშირი და ევროპა საქართველოსთვის არის ქრისტიანული ცივილიზაცია. „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის არცერთ პირობა არ შეასრულა, რომელიც 31 დეკემბრამდე მოგვცეს“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები