ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კოალიცია: მოვუწოდებთ ComCom-ს, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი სიტყვის დამცველი

კოალიცია: მოვუწოდებთ ComCom-ს, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი სიტყვის დამცველი

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიას აქვს არჩევანი ქართული ოცნების ინტერესების სამსახურსა და საკუთარ მისიას შორის, რაც დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი მარეგულირებლის ფუნქციას გულისხმობს.
დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია ფორმულასა და ტვ პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილებას 15:00 საათზე გამოაცხადებს.
კოალიცია მოუწოდებს ComCom-ს, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი.
"კომისიას აქვს არჩევანი, დაიცვას ჟურნალისტური თავისუფლება საქართველოში.
ქართული ოცნება სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დამოუკიდებელი მედიის ხმის ჩახშობას. ტელეარხების პირველის, ფორმულას და მთავარი არხის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შესული საჩივარი მედიის დაცენზურების ერთ-ერთი ხერხია.
საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ დღეს უნდა გამოაცხადოს.
კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ:
· საზოგადოებრივი ინტერესი პოლიტიკური ძალების კრიტიკულ შეფასებაზე უფრო მაღალია.
· ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საჯარო განხილვა დემოკრატიის საფუძველია და არა დასჯის საგანი.
· მედიას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი დახასიათება და შეფასება მისცეს. ეს არის ჟურნალისტიკის არსი.
მოვუწოდებთ კომისიას, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
***

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.