არქივი12 აგვისტო, 2024, 16:11
კოალიაციას „ძლიერი საქართველო" კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება
„ძლიერი საქართველო" ძლიერდება! - „ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ოპოზიციურ გაერთიანებას, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება, - ამის შესახებ ნათქვამია კოალიაცია „ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება დღეს, 21:00 საათზე, გუდიაშვილის სკვერში გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, კოალიციას შეუერთდება ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.