კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს იწყებს

18 მარტიდან, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
„კლუნის ფონდმა დღეს განაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს აწარმოოს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი.
ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, დააკავეს 11 იანვარს საღამოს, როდესაც მან პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გააკრა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით. ეს იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომლებიც მოიცვა მთელი ქვეყანა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ“, – ნათქვამია კლუნის ფონდის დღეს, 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.(ბათუმელები)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან