ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კლუბი ხიდი: რუსული კანონის დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ერის ისტორიულ არჩევანს

კლუბი ხიდი ქართული ოცნების მიერ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას Facebook პოსტით ეხმაურება და წერს, ხელისუფლება ამით ერის ისტორიულ არჩევანს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
კლუბი ხიდი აღნიშნავს, რომ გასული წლის მარტში ხელისუფლების ამ მცდელობას მოქალაქეებმა კონსოლიდირებული ძალით უპასუხეს და ახლაც შესწევთ ძალა, მას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.
"ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიაა და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმია.
დღეს, როდესაც საქართველოს რეალური შესაძლებლობა ენიჭება გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და შეძლოს მრავალწლიანი მიზნის რეალიზება, ხელისუფლება რუსული კანონის დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს. ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ კანონს", - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.