ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კლინტონი: ჯო ბაიდენის ასაკი ლეგიტიმური საკითხია

ჰილარი კლინტონის თქმით, ჯო ბაიდენის ასაკი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ლეგიტიმური საკითხია. მისი თქმით, თეთრი სახლი ამ საკითხის მნიშვნელობას კარგად იაზრებს.
ჰილარი კლინტონმა ასევე თქვა, რომ ბაიდენის კონკურენტი დონალდ ტრამპი მასზე მხოლოდ სამი წლით უმცროსია.
აღნიშნული ინტერვიუ ჰილარი კლინტონთან იქამდე ჩაიწერა, სანამ იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ ჰურმა გამოაქვეყნა ანგარიში ჯო ბაიდენის მენტალური ჯანმრთელობის და კლასიფიცირებული დოკუმენტებთან მუშაობის შესახებ. ანგარიშში წერია, რომ ჯო ბაიდენს სუსტი მეხსიერება აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.