არქივი23 თებერვალი, 2025, 21:12
კლინიკაში აცხადებენ, რომ გორში დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გორში დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკა "გორმედშია“ გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ხათუნა შრუბის ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ორივე ახალგაზრდას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.