არქივი22 აგვისტო, 2025, 10:53
„კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად, ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი“ – ნახეთ, რა მისამართზე შეიზღუდა მოძრაობა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 29-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოშლაა.
„კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად, ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.