კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს

კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს
მეგობრებო, ის ქაოსი, რომლის შემოტანასაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, არამედ მოქალაქეებისა და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას.
კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ის მიმართავს სტუდენტებს, მოსწავლეებს, მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და აღნიშნავს, რომ სწავლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ხელით ცდილობენ პარლამენტი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაწვან, ქვები ესროლონ და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციას, ძალადობრივად დაამხონ არჩეული ხელისუფლება და საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარება.
“ახალგაზრდებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციებს:
მეგობრებო, ის ქაოსი, რომლის შემოტანასაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, არამედ მოქალაქეებისა და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას.
კლასიკური ნეო ფაშისტური ,,ბულინგი” რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს.
ეს ის ხალხია, ვინც პოლიტიკური მიზნების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების სამთავრობო პროგრამაშიც კი არ ჩაერთო.
საქართველოს კანონებით ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ, დაცულია აკადემიური თავისუფლება. საგანმანათლებლო დაწესებულებაში არავის აქვს უფლება მოგიწოდოთ დააფიქსიროთ თქვენი პოლიტიკური შეხედულება ან შეწყვიტოთ სწავლა.
უფრო მეტიც, არასაპატიო მიზეზით საგანმანათლებლო პროცესის ჩაშლა, დაწესებულებების შინაგანაწესისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
სწავლის შეწყვეტისკენ მოგიწოდებენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ხელით ცდილობენ პარლამენტი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაწვან, ქვები ესროლონ და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციას, ძალადობრივად დაამხონ არჩეული ხელისუფლება და საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარება.
გთხოვთ, დაიცვათ კანონი და არ დაუშვათ საბოტაჟი საგანმანათლებლო სივრცეში.
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! არავის მისცეთ უფლება სწავლის მიღება აგიკრძალოთ. თითოეულ ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება!
დარწმუნებული ვარ, გელათისა და იყალთოს აკადემიების შემქმნელი საზოგადოება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდება.” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია