პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიტ კელოგი - ვფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ომში გამარჯვება არ შეუძლია

კიტ კელოგი - ვფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ომში გამარჯვება არ შეუძლია

პუტინი ხვდება, რომ ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. მას გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია. ეს არ მოხდება“, - განაცხადა კიტ კელოგმა.
მისი თქმით, რუსეთს ფრონტის ხაზზე პრობლემები აქვს.
„თუ პუტინის სამხედრო ძალებს დააკვირდებით, დაინახავთ რომ დიდი ნაწილი განადგურებულია. ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავს. პრობლემა მას აქვს და არა დასავლეთს“, - აღნიშნა კელოგმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.