ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიტ კელოგი - ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება

კიტ კელოგი - ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება

ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„როგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს, მესმის, ობიექტების მიზანში ამოღება და ეს არასწორია. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასასრულებლად“, - აცხადებს კელოგი.
შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 99 კი - დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.