ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიტ კელოგის განცხადებით, საუდის არაბეთში აშშ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს

კიტ კელოგის განცხადებით, საუდის არაბეთში აშშ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ გეგმავს, რომ საუდის არაბეთში რუსეთსა და უკრაინას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები მოიცავს ე.წ. „მაქოს დიპლომატიას“ და რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები ცალ-ცალკე ოთახებში იქნებიან.
„ამბობ: "კარგი. რა პირობები გაქვთ?" და მიდიხარ მეორე მხარეს, "რა პირობები გაქვთ?" სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არის „მაქოს დიპლომატია“ ერ-რიადში ოთახებს შორის. შემდეგ ჩვენ ვნახავთ, სად შეგვიძლია მივიღოთ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ამ ომის დასასრულებლად, ”- განაცხადა კიტ კელოგმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრები საუდის არაბეთში 24 მარტს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.