კიტ კელოგის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლება მისცა.
Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთში შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება, კიტ კელოგმა უპასუხა: „მისი ნათქვამის, ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის გათვალისწინებით, პასუხი არის, „დიახ“.
ამასთან, კელოგმა დასძინა, რომ ამ მხრივ ხელშეუხები ადგილები არ არსებობს.
მისივე თქმით, უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე, ის რაც მათ სურთ, არის იარაღი და მისი გამოყენების უფლება.
„უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე. ის რაც მათ სურთ, არის შეიარაღება და მისი გამოყენების უფლება და თუ ისინი ამას იზამენ, ვფიქრობ, მშვენიერი იქნება“, – აღნიშნა კელოგმა.
მისივე თქმით, რუსეთი ომს არ იგებს, რადგან ეს რომ ასე იყოს, ისინი ახლა უკრაინის დედაქალაქში იქნებოდნენ.
„რუსეთი არ იგებს ამ ომს, ის რომ ომს იგებდეს, კიევში იქნებოდნენ, ოდესაში იქნებოდნენ“, – აღნიშნა კელოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო