კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!

საქართველოს ნაკრებისა და "შტურმის" 29 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს.
ქართველმა 2024/25-წლებიის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ვენის "ავტრიის" ფეხბურთელ დომინიკ ფიტსა და "ლინცის" წარმომადგენელ რინივალდოს აჯობა.
ჩვენებური ვენაში გამართულ დაჯილდოვებას ვერ ესწრებოდა, რადგან ესპანეთში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან ერთად 2 უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება და მან სამადლობელი სიტყვა ვიდეომიმართვით გადაიხადა.
"მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ეს დიდი პატივია ასევე მთელი ჩემი თანაგუნდელებისთვისაც, რომელთა გარეშეც ასეთი რამ არ მოხდებოდა", - თქვა კიტეიშვილმა.
შეხსენებისთვის, გასულ სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. მიმდინარე სეზონშიც ქართველი ბრწყინვალედ გამოიყურება, ზედიზედ 2 მატჩში (ერთი ევროპის ლიგაზე) აიღო მეტოქეთა კარი, ჯამში კი ავსტრიის ჩემპიონატის 6 შეხვედრაში 5 შედეგიანი დარტყმა აქვს.
"უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
ევროპა ლიგა. "შტურმი" კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა - გუგეშაშვილი "პაოკმა" განაცხადში არ შეიყვანა
შოკი "შტურმისთვის" - კიტეიშვილს პირადი მიზეზის გამო სამშობლოში გამგზავრება დასჭირდა
კიტეიშვილი დაბრუნდა - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგს" მოუგო
"შტურმის" მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა - მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა
კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.