ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიტეიშვილი შეიძლება ცნობილ თურქულ გუნდში გადავიდეს

ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ოთარ კიტეიშვილს მალე "შტურმთან" კონტრაქტი დაუსრულდება და ჯერ უცნობია, დარჩება თუ სხვა გუნდში გადავა. თურქული Fotospor-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელის აგენტი გურამ კაჭახიძე ტრაპიზონში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ზეიატ კაფკასს და მწვრთნელს აბდულა ავჩის შეხვდა.
სტატიაში აღნიშნულია, როგორ წარმატებას მიაღწია ქართველმა მესიმ ავსტრიაში, მისი ხელში ჩაგდება შეუძლიათ, თანაც უფასოდ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ფაქტი საყურადღებოა, ვინაიდან "ტრაბზონსპორის" რეალურად გაძლიერება შეუძლია, საქართველოს ნაკრებში მისი თამაშის სანახავად კლუბის ძველი ხელმძღვანელობა თბილისში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა, თუმცა ტრანსფერი არ
განხორციელდა და ოთარი 2018 წელს "შტურმში" გადავიდა.
"ტრაპზონსპორი" თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 64 ქულით მესამე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას და კიტეიშვილის შენარჩუნებას ცდილობს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.