კიტეიშვილის მე-17 გოლი და "შტურმის" ფრე უახლოეს მდევართან
ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპზე, საჩემპიონო ჯგუფში, ოცდამეშვიდე ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ლასკს“ დაუზავდა - 1:1.
სტუმრები მეათე წუთზე პენალტით ოთარ კიტეიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.
კიტეიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
გრაცელთა რიგებში გიზო მამაგეიშვილი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
კიტეიშვილი - Sofascore 6.9, Flashscore 5.6.
მამაგეიშვილი - Sofascore 6.9, Flashscore 6.5.
„შტურმმა“ ბოლო 8 მატჩიდან 4 ფრედ დაასრულა, 4 მოიგო, 28 ქულით ლიდერია და 22 აპრილს „ლასკს“ უმასპინძლებს, რომელიც 26 ქულით მეორე პოზიციაზეა.
ლინცი. „რაიფაიზენ არენა“
ლასკი - შტურმი 1:1
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10, პენ), 1:1 კალაიჯიჩი (68)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.