ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„თქვენი აქ ყოფნა, დიდი პატივია, განსაკუთრებით კი კენსინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, რომელიც განსაკუთრებული ხელშეკრულებაა, რადგან ის ჩვენს ქვეყნებს შორის პირველია“, - განუცხადა კირ სტარმერმა ფრიდრიხ მერცს.
დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის გაფორმებული ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება ურთიერთდახმარების პუნქტს შეიცავს და ქვეყნებს შორის კავშირებს აძლიერებს, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში.
ცნობისთვის, ეს ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.