კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების საკითხზე ისაუბრეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების საკითხზე ისაუბრეს, – ინფორმაციას Sky News-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მათ განიხილეს Bella 1-ის დაკავების ერთობლივი ოპერაცია, როგორც სანქციების დარღვევასთან ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კირ სტარმერმა და -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „უკრაინასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მიღწევები, ვენესუელაში აშშ-ის ოპერაცია და გრენლანდიის საკითხი განიხილეს“.
შეგახსენებთ, აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში გუშინ დააკავა. დაკავების ოპერაცია აშშ-ის სანაპირო დაცვამ და ამერიკელმა სამხედროებმა ბრიტანელი ჯარისკაცების მხარდაჭერით განახორციელეს.
თავდაპირველად ნავთობტანკერი Bella 1-ის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით ხომალდმა სახელი შეიცვალა და რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში ახალი სახელით – Marinera-თი გამოჩნდა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ აღნიშნული ტანკერის დაკავება წინა თვეში ვენესუელასთან სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. რამდენიმე დღის წინ ხომალდის ეკიპაჟმა ტანკერზე რუსეთის დროშა დახატა და რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!