არქივი29 სექტემბერი, 2025, 15:08
კირ სტარმერი - რუსეთის მხრიდან მოლდოვის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის მიუხედავად, მოლდოველმა ხალხმა თავისუფლების გზა აირჩია

ვულოცავ პრეზიდენტ მაია სანდუს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„რუსეთის მხრიდან მოლდოვის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის მიუხედავად, მოლდოველმა ხალხმა თავისუფლების გზა აირჩია“, - აცხადებს სტარმერი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.96 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.17 პროცენტით ლიდერობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.