ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი მხარს უჭერს "დემოკრატიულად არჩეულ" ზელენსკის

კირ სტარმერი მხარს უჭერს "დემოკრატიულად არჩეულ" ზელენსკის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ოთხშაბათს საღამოს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გამოეხატა მხარდაჭერა. ამის შესაზებ ინფორმაციას "დაუნინგ სთრითი" ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ზელენსკისთან საუბრისას სტარმერმა „ხაზგასმით აღნიშნა ყველას ერთად მუშაობის აუცილებლობა“.
პრემიერ-მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც "უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მიმართ და თქვა, რომ სავსებით გონივრული იყო ომის დროს არჩევნების შეჩერება", როგორც ამას დიდი ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს აკეთებდა.
„პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა აშშ-ს ხელმძღვანელობით მცდელობების მიმართ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.