ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი - ირანმა ისრაელის შეტევას არ უნდა უპასუხოს

კირ სტარმერი - ირანმა ისრაელის შეტევას არ უნდა უპასუხოს

ირანმა ისრაელის შეტევას არ უნდა უპასუხოს, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელის მიერ ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს.
„ისრაელს უფლება აქვს ირანის აგრესიისგან თავი დაიცვას. ასევე, ჩვენ შემდგომი რეგიონული ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ირანმა არ უნდა უპასუხოს“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი რეგიონში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით მოკავშირეებთან ერთად მუშაობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, ისრაელმა დღეს დილით ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თვითმფრინავებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც ირანმა 14 აპრილსა და 1-ელ ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისას გამოიყენა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.