ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი - გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში

კირ სტარმერი - გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს მხოლოდ მოლაპარაკებებით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ის ფოკუსირებულია „პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე“, რომლებიც, მისი აზრით, რეალურ ცვლილებას შეიტანს ომის დასრულების საქმეში.
„პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უნდა იყოს. ამაში ცალსახა ვარ, მაგრამ ეს უფრო ფართო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც, საბოლოოდ, კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტით და პალესტინელებისა და ისრაელებისთვის მდგრადი უსაფრთხოებით დასრულდება“, - აღნიშნა სტარმერმა.
გამოცემა წერს, რომ სტარმერის ამ განცხადებამ იმედგაცრუება გამოიწვია მისი „ლეიბორისტული პარტიის“ ბევრ წევრში, რომლებიც ცდილობენ, რომ პრემიერმა, საფრანგეთის მსგავსად, უფრო სწრაფი ქმედებები განახორციელოს. გუშინ, ბრიტანეთის პარლამენტის 220-ზე მეტმა წევრმა - თემთა პალატის კანონმდებლების დაახლოებით მესამედმა და ძირითადად ლეიბორისტულმა პარტიამ - კირ სტარმერს წერილი მისწერა და პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.