პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იმუშავებენ კიევთან, რათა ვაშინგტონს სამშვიდობო გეგმა წარუდგინონ

კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იმუშავებენ კიევთან, რათა ვაშინგტონს სამშვიდობო გეგმა წარუდგინონ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი კიევთან ერთად იმუშავებენ სამშვიდობო გეგმაზე და მას აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წარუდგენენ. შესაბამისი განცხადება სტარმერმა BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.
კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი საუბრებით აშშ-ის, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან, ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან და შესაძლოა ერთ ან ორ სხვა ქვეყანასთან ერთად, იმუშავებს უკრაინასთან ბრძოლების შეჩერების გეგმაზე და შემდეგ ამას შეერთებულ შტატებთან განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.