კირილ დიმიტრიევი - ევროპელი ლიდერები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს

ევროპელი ლიდერები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ რუსეთ-აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ რუსეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დიმიტრიევმა განაცხადა.
„ევროპელი ლიდერები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობების აღდგენას, იმალებიან რა რუსეთის მიმართ „უნდობლობის“ შესახებ სიტყვების უკან“, - დაწერა დიმიტრიევმა „ტელეგრამ“ არხზე.
ამ კომენტარით დიმიტრიევი გამოეხმაურა Politico-ს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპელი ლიდერები არ თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების მიმართ გულწრფელია და რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.