ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირილ ბუდანოვი - რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას გეგმავს

კირილ ბუდანოვი - რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას ისახავს მიზნად და მოქმედების დაწყებას 2027 წლიდან გეგმავს.
„თავდაპირველი გეგმის თანახმად, რუსეთი მოქმედებისთვის მზად 2030 წელს უნდა ყოფილიყო. ახლა გეგმები შესწორებული და გადახედილია, რათა ვადები 2027 წლამდე ჩამოიწიოს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი განმარტებით, ეს ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას ეხება.
„იმპერიის - და ისინი საკუთარ თავს იმპერიად თვლიან - ზრდისთვის, საჭიროა გადაადგილება, რათა გააფართოო გავლენა და ტერიტორია. ეს, სხვათა შორის, ბევრ კითხვას პასუხობს. ჩრდილოეთით მხოლოდ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა და მის იქით ამერიკა. ეს კარგი ვარიანტი არ არის, რადგან ეს მტკივნეული იქნებოდა. აღმოსავლეთით არის წყნარი ოკეანე და ისევ ამერიკა. პასუხი იგივეა. სამხრეთით არის ჩინეთი, რაც კატასტროფული იქნებოდა. ერთადერთი დარჩენილი ვარიანტი დასავლეთია, რომელიც, მათი აზრით, ბოდიში გამოთქმისთვის, „გაუმაძღარი“, „სუსტი“, „ავადმყოფური” და „მერყევია“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი პოლონეთს „მხოლოდ დარტყმებისთვის, ოკუპაციის გარეშე სამხედრო კამპანიისთვის განიხილავს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.