პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირილ ბუდანოვი - რუსეთის ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა - დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის

რუსეთი დღეს სულაც არ შიმშილობს, მისი ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ადრე ყველა პირიქით ფიქრობდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ამ სიჩქარით, რუსეთს შეუძლია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაუძლოს”.
„დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის. ისინი უნდა შეხებოდნენ რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს: ენერგეტიკას, მეტალურგიას და მთლიანად ფინანსურ სისტემას", - განაცხადა ბუდანოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.