ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კინოთეატრები და tkt.ge კონკურენციის სააგენტომ 1,6 მილიონი ლარით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სოლიდური თანხით დააჯარიმა კინოთეატრები და ონლაინ ბილეთების გაყიდვის საიტი. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 9 იანვარს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "თინეთს" შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა. ასევე გამოირკვა, რომ იმავე პირობებით ბილეთების გაყიდვა სურდა biletebi.ge-ს, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა.
სააგენტო განმარტავს, რომ დაჯარიმდა შპს "ელ.ბილეთებიც" (biletebi.ge), სწორედ იმის გამო, რომ ისიც "ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას".
ჯარიმები დაეკისრათ:
· "სადისტრიბუციო კომპანიას" ("სადისტრიბუციო კომპანია", შპს "კავეა საბურთალო", შპს "კავეა გალერეა", შპს "კავეა თბილისი მოლი", შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემა", შპს "ამირანი", შპს "აპოლო ბათუმი") - 1 120 562 ლარი;
· შპს "თინეთს" (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) - 544 328 ლარი;
· შპს "ელ.ბილეთებს" (მომჩივანი) - 5 368 ლარი.
"სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა", - წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, დაჯარიმებულმა კომპანიებმა დაარღვიეს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება).

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.