კინაღამ ტრაგედია დატრილდა – ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე სტუმრად ამხანაგურ მატჩში დანიასთან 1:2 მარცხდებოდა, როდესაც 65-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის 34 წლის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენმა გულზე ხელი მოიკიდა და გაზონზე დაეცა.
იმ მომენტში ერიკსენი მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში არ ყოფილა. ის გონზე მოვიდა და მოედანი თავისი ფეხით დატოვა. გუნდებმა გადაწყვიტეს შეხვედრა აღარ გაეგრძელებინათ.
შეგახსენებთ, ერიკსენს 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, თუმცა შემდეგ ფეხბურთელის კარიერა მაინც გააგრძელა.
უკრაინას პირველად უხელმძღვანელა იტალიელმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ.
ოდენსე. „სპარ ნორდ არენა“

გოლები: 1:0 დორგუ (13), 2:0 მელე (36), 2:1 ციგანკოვი (44)
უკრაინა: ტრუბინი, ზაბარნი, სარაპი, მატვიენკო, მიკოლენკო, ოჩერეტკო, ნაზარინა, ციგანკოვი, მალინოვსკი, სუდაკოვი, იარემჩუკი (დოვბიკი 46)