კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ომის მზადების დაჩქარება დაავალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს, საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს -ის „უპრეცედენტო კონფრონტაციული ქმედებების დასაპირისპირებლად“ ომის მზადების დაჩქარება დაავალა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მმართველი პარტიის მთავარ შეხვედრაზე ახალი წლის პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, კიმმა ასევე თქვა, რომ ფხენიანი გააფართოებს სტრატეგიულ თანამშრომლობას “ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ” ქვეყნებთან.
”მან დააყენა სამხედრო ამოცანები სახალხო არმიისა და საბრძოლო მასალის ინდუსტრიის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებისთვის, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ომის მზადება”, – იუწყება სააგენტო KCNA.
კიმმა შეხვედრის დროს ახალი წლის ეკონომიკურ მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი გადამწყვეტია ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესასრულებლად.