პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიმ ჩენ ინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება

კიმ ჩენ ინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „პატივცემულმა ამხანაგმა“ კიმ ჩენ ინმა შოიგუ დაარწმუნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მომავალშიც უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის საგარეო პოლიტიკას „უკრაინის საკითხში“.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეელი მეომრები რუსეთის არმიის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 2024 წლის შემოდგომიდან იღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროიდან დღემდე უკრაინაში 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იბრძოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.