ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიმ სტარმერი - თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით

კიმ სტარმერი - თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით

თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კიევში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ყველანი აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პუტინს მივმართავთ. თუ ის სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, მას აქვს შანსი, რომ ეს ახლავე დაამტკიცოს. ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ და თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. პრეზიდენტ ტრამპთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის შედეგად სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ვაიძულოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, ევროპა და აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეამსუბუქებენ.
„ყველანი შევთანხმდით, პროცესის დასრულებამდე უკვე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. ახლა კი ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვიმყოფებით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.