არქივი15 თებერვალი, 2024, 17:11
კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულში PSG-ს დატოვებს
ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენს 2024 წლის ზაფხულში დატოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და გამოცემა The Athletic ავრცელებენ.
The Atheltic-ის ცნობით, მბაპემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ პარიზულ გუნდს უკვე შეატყობინა, თუმცა PSG-ს დატოვების საბოლოო პირობები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. მათივე ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება შემდეგი თვეების განმავლობაში არის მოსალოდნელი.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი სწორედ 2024 წლის ზაფხულში ეწურება. იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.