ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა – არის მსხვერპლი, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ჰოლოსივსკის ოლქში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა – Украинская правда წერს, რომ არის მსხვერპლი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ განაცხადა, რომ პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მას მაღაზიაში მძევლები ჰყავდა აყვანილი.
პოლიციის მიხედვით, "კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა". წინასწარი ცნობებით, დაიღუპა ერთი ადამიანი და არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, რომ დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია, რომელიც საავადმყოფოში გადაჰყავს. მერის თქმით, სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია მოკლული.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.