არქივი25 ნოემბერი, 2025, 12:25
კიევში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში 22-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. განადგურდა 4-8 სართულები. ამ დროისთვის, ხანძარი ჩამქრალია და მიმდინარეობს
გაწმენდითი სამუშაოები.
დნეპროვსკის რაიონში 9-სართულიანი შენობა დაზიანდა. დარტყმის შედეგად შენობის მე-5-8 სართულებზე გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.