კიევში დააკავეს ჯაშუშობასა და „ნეპტუნზე“ ინფორმაციის მოპოვებაში ეჭვმიტანილი ჩინელები

კიევში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ჩინეთის ორი მოქალაქე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ეს პირები აგროვებდნენ საიდუმლო მასალებს უკრაინული რაკეტების, „ნეპტუნის“ წარმოების ტექნოლოგიის შესახებ.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანას ცდილობდნენ, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა დააკავეს.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი არიან 24 წლის ჩინელი, რომელიც კიევის ერთ-ერთი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის ყოფილი სტუდენტია და მისი მამა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ყოფილ სტუდენტს უნდა მიეღო „ნეპტუნის“ წარმოების ტექნიკური დოკუმენტაცია, რისთვისაც სცადა უკრაინის თავდაცვის ძალების უახლესი იარაღის შემუშავებასთან კავშირის მქონე უკრაინის მოქალაქის გამოყენება, მამას კი მასალები უნდა გადაეცა ჩინეთის სპეცსამსახურებისთვის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, კონტრდაზვერვამ 24 წლის ჯაშუში საწყის ეტაპზევე გამოავლინა და საიდუმლო დოკუმენტების გადაცემისას ჯერ ის დააკავა, შემდეგ კი – მამამისი.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჩინეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
· უკრაინული წარმოების რაკეტა „ნეპტუნი“ საბრძოლო და სადესანტო გემების გასანადგურებლად გამოიყენება.
· 2022 წლის აპრილში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ რაკეტით ჩაძირეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად