ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში დააკავეს ექიმები, რომლებიც სამხედრო აღრიცხვის ასაკის მოქალაქეებს ავადმყოფობის ყალბ ცნობებს აძლევდნენ

კიევში დააკავეს ექიმები, რომლებიც სამხედრო აღრიცხვის ასაკის მოქალაქეებს ავადმყოფობის ყალბ ცნობებს აძლევდნენ

უკრაინის სამართალდამცველებმა დააკავეს კიევის ერთ-ერთი საავადმყოფოს სამი ექიმი, რომლებიც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის მოქალაქეებს "ინვალიდობას უფორმებდნენ“, რომ მათ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება და საზღვარგარეთ გამგზავრება შესძლებოდათ.
ამის შესახებ იტყობინება “უკრაინსკაია პრავდა” სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროზე (ГБР) და გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.
საგამოძიებო უწყების თანახმად, „დამნაშავეებმა გამოგონილი დიაგნოზის საფუძველზე ორგანიზება გაუწიეს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მსურველთა ფიქციურ სტაციონარულ მკურნალობას”.

ამ ვითომ მკურნალობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე, მათ კლიენტებს ენიჭებოდათ ინვალიდობის სტატუსი, რაც მამაკაცებს საშუალებას აძლევდა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამგზავრებულიყვნენ საზღვარგარეთ. ეს მომსახურება ერთ ადამიანზე 10-15 ათასი აშშ დოლარი ღირდა."
"უკრაინსკაია პრავდას" წყაროების ცნობით, საუბარია დედაქალაქის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს კლინიკურ საავადმყოფო "ფსიქიატრიაზე".
უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავება მოხდა უშუალოდ მას შემდეგ, რაც დაწესებულების ხელმძღვანელმა მიიღო ქრთამის ბოლო ნაწილი, 5 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ინვალიდობის „გაფორმებისთვის“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.