ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში გერმანიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

კიევში გერმანიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევში ჩასვლისას ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 130 მილიონ ევროს გადასცემს.
„აშშ-სა და რუსეთს შორის წარმოქმნილი ჩიხიდან გამომდინარე, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ჩვენ, ევროპელებმა ვაჩვენოთ, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მას მხარს კიდევ უფრო მეტად ვუჭერთ“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
დღეს კიევს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისიც ეწვია.
„ჩვენ თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში თქვენს გვერდით დგომას გავაგრძელებთ. ლიეტუვა ევროკავშირის შემადგენლობაში ძლიერ, მდგრად და წარმატებულ უკრაინას მხარს უჭერს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.